ლიფტი ერთი ბიჭი პატარა ქალაქში ცხოვრობდა. როცა მამამისმა ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, მთელს ოჯახს დიდ ქალაქში მოუწია გადასვლა. მათი ბინა 25 სართულიან შენობაში, ბოლო სართულზე იყო. საღამოს, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი რა თქმა უნდა ზევით ფეხით არ ადიოდა. ძველი ლიფტით სარგებლობდა. მოსაწყენი იყო ლიფტში ყოფნა, სანამ ის 25 – თე სართულზე ავიდოდა. ამის მიუხედავად რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ბიჭს ლიფტში ყოფნის დროს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ბიჭი გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და რაღაც უცნაური ხმაც ესმოდა. ვერ ხვდებოდა ეს რისი ხმა იყო. ლიფტით სარგებლობაზე უარს მაინც ვერ ამბობდა. დაღლილს 25 – თე სართულზე ფეხით ასვლა არ შეეძლო. ერთხელ სკოლიდან ბრუნდებოდა. შენობაში შესულმა დაინახა, რომ მასზე ცოტა დიდმა ბიჭებმა ლიფტით ასვლას ფეხით ასვლა ამჯობინეს. - ლიფტით რატომ არ ადიხართ? – იკითხა ბიჭმა. ბიჭებმა უთხრეს, რომ ლიფტში შესვლა საშიში იყო. თურმე ხალხი ამბობდა, შიგნით მოჩვენება არისო. ზოგიერთ მათგანს ლიფტიდან ყვირილისა და კაკუნის ხმაც ესმოდა. აქ მცხოვრები ბავშვები ლიფტით არ სარგებლობდნენ. ისიც უამბეს, რომ რამდენიმე თვის წინ ერთი ბავშვი ლიფტში შევიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. პოლიცია ბავშვს ეძებდა, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ის მოჩვენებამ წაიყვანა. შეშინებული ბიჭი მშობლებთან მივიდა და მათ ყველაფერი უამბო. - დამშვიდდი შვილო. – მოეფერა დედა – ეგ უბრალოდ ზღაპარია. ამით ბავშვები ერთმანეთს აშინებენ. არ დაიჯერო და აღარ ინერვიულო. დედის სიტყვების მიუხედავად ბიჭი ლიფტით მაინც აღარ სარგებლობდა. სკოლიდან დაბრუნებულს კიბეებზე ფეხით ასვლა უწევდა. საშინლად დამღლელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მხოლოდ მშობლებთან ერთად ბედავდა ლიფტში შესვლას. ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილი გაუგრძელდა. უკვე ბნელოდა და ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. ძალიან დაღლილი იყო და როდესაც ლიფტთან მდგარი დედა დაინახა, ამან გაახარა – ფეხით არ მოუწევდა ზევით ასვლა. ლიფტის კარი გაიღო და დედამისი შიგნით შევიდა. ბიჭი გაიქცა და შიგნით შესვლა მოასწრო. ნათურა აღარ მუშაობდა. ბიჭი სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ლიფტი ზევით წავიდა. გაისმა სიცილის ხმა. სიცილი ძლიერდებოდა და შეშინებულმა ბიჭმა დედას ჰკითხა: - დედა გესმის? სიცილი კიდევ უფრო გაძლიერდა. - დედა ეს ის ხმაა, რომლის შესახებაც მოგიყევი. უეცრად ლიფტში სიჩუმემ დაისადგურა. უცნობი, გაურკვეველი არსება გამუჩმდა. ბიჭს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც ვიღაცამ ჰკითხა: -შენ რა მართლა დაიჯერე, რომ მე დედაშენი ვარ ?
ლიფტი
Friday, 5 December 2014

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment